Свернуть поиск
Дополнительная колонка
О группе
რა მაქვს სატირალი ღმერთო,
რა მაქვს საწუწუნო შენთან,
ზოგჯერ უაზროდ რომ ვყბედობ,
მაინც საყვედურს რომ ვბედავ.
მე რომ სიმდიდრეზე ვფიქრობ,
ვიღაც წყლის წყურვილით კვდება,
ვიღაც განთიადის ცისკარს,
საწოლმიჯაჭვული ხვდება.
მე რომ არ ვჯერდები ცოტას,
ძვირფას სამოსელს რომ ვეძებ,
მშიერ, ფეხშიშველთან ვცოდავ,
საჭმელს ნაგავზე რომ ეძებს.
რა მაქვს საწუწუნო ღმერთო,
ამდენ სიყვარულის პატრონს,
ბევრჯერ რა უაზროდ ვყბედობთ
და რა სისულელეს ვნატრობთ....
- Администратор:
Показать еще
Скрыть информацию
Правая колонка