Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
13 წთ. ·
ჩემო ძვირფასო და ღირსეულო ადამიანო,ჩემო მეუღლევ და ჩვენო მამავ გილოცავთ დიდი მონატრებით 50 წლის იუბილეს.როგორ ელოდი ამ დღეს დემურ,როგორ გინდოდა.15 წელი ის ბედნიერი წლებია,რომელიც შენთან ერთად გავატარე.შენ ჩემი დიდი და ღირსეული სიყვარული ხარ,რომელსაც არა მარტო დრო,არამედ სიკვდილიც ვერ გაახუნებს.შენ ის მეგობარი იყავი რომელსაც ყველა ჩემი დარდი და სიხარულიც უსიტყვოდ ესმოდა.ჩემო თბილო და განსაკუთრებულო დემურ,სიცოცხლეზე და შვილებზე უზომოდ შეყვარებულო.შენ მაშინაც კი მამხნევებდი როდესაც ზუსტად იცოდი რაც მოხდებოდა,რომ ეს უკურნებელი სენი შენს ზურგს უკან იდგა,მაშინაც კი არ გიფიქრია საკუთარ თავზე.ჩვენ გვეფერებოდი,ჩვენ გვამხნევებდი.საოცარი ადამიანი იყავი ყველას მიმართ სათნო.შენ დიდი და თბილი გული გქონდა,ის ყველას ეფერებოდა.ამიტომაც უყვარდი ადამიანებს,ყველას მოენატრე დემურ,ყველას ახსოვხარ.შენ ისეთი დიდი სიყვარული დატოვე ამას დრო ვერაფერს დააკლებს.როგორი გაუსაძლისია უშენობა,როგორ უზომოდ გვენატრები.ასეთი ყოფილა ცხოვრება.ადრე თუ გვიან ეს მოხდება,გულიც გვეტკინება,მაგრამ გავა დრო და შენს ნაკვალევზე შენი შვილები გაივლიან,სიამაყით და ყოველთვის იტყვიან,რომ მათ ღირსეული და ყოვლად გამორჩეული მამა ჰყავდათ.არასოდეს შერცხვებათ. შენს საფლავზე ყოველთვის იქნება ანთებული სანთლები,ისინი გაგინათებენ გზას სამუდამო სასუფევლისაკენ.ნათელი შენს სპეტაკ სულს,შენი ეთო,მარი და მაია.😭😭

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2